вторник, 14 июня 2011 г.

ბუნება – შემოქმედი

ღმერთო, დიდი მადლობა, რომ შექმენი ბუნება, რომლის გარეშე არა მარტო უინტერესო იქნებოდა ცხოვრება, არამედ სიცოცხლეც შეუძლებელი იქნებოდა. მერე და, როგორ ჰარმონიულად არის ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული, რა ერთიან სისტემაში მოქმედებს , თუ მასში ცუდად არ ჩაერევა ადამიანი. ფერთა სპექტრი ხომ გაოცებს წლის ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით კი შემოდგომით, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს სიუხვის, მრავალფეროვნების გამო.
ხალხო, იმდენი საოცარი რამ ხდება ბუნებაში, იმდენი რამ გამოუკვლევია და შესასწავლი! ჩვენ კი ერთმანეთს ვებრძვით, ვაწყენინებთ. ეს ცხოვრება ხომ ისეთი ხანმოკლეა, უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოციებით შევიარაღდეთ და ხშირად ვაფრქვიოთ დადებითი მუხტი. ამაში ძალიან დაგვეხმარება ბუნებასთან მჭიდრო კონტაქტი, მისი მოვლა, მოფერება – ეს სიკეთეს შეგვმატებს, ჩვენც დაგვამშვიდებს და გარსემომყოფთაც.
ნ.თ.

Комментариев нет:

Отправить комментарий